მთიანი დასახლებების მედეგობის ჩამოყალიბება კრიზისების მიმართ ალპებსა და კავკასიაში
ReMoDe
მთიანი დასახლებების მედეგობის ჩამოყალიბება კრიზისების მიმართ ალპებსა და კავკასიაში
ReMoDe
მთიანი დასახლებების მედეგობის ჩამოყალიბება კრიზისების მიმართ ალპებსა და კავკასიაში
ReMoDe
მთიანი დასახლებების მედეგობის ჩამოყალიბება კრიზისების მიმართ ალპებსა და კავკასიაში
აღწერა
სურათის ავტორი: @Svaneti_by Anano Pilpani
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 2022 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად გუნდმა მიიღო OeAD-ის მიერ დაფინანსებული APPEAR მოსამზადებელი პროექტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ალპებსა და კავკასიაში მიმდინარე ერთობლივ კვლევებს.ინიციატივა, რომელიც დაიწყო, როგორც ორმხრივი სამეცნიერო ინტერესების განსაზღვრაზე ორიენტირებული ძალისხმევა, გადაიზარდა გრძელვადიან პარტნიორობაში, რომელიც მთიან რეგიონებზე და მათ მედეგ განვითარებაზე ცოდნის გაღრმავებას ეძღვნება.
აღნიშნული თანამშრომლობის ეპიცენტრში არის ქართულ-ავსტრიული კვლევითი ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა საერთო ინტერესების, ინტერდისციპლინური მიდგომებისა და ღირებულებების გარშემო.
გუნდი აერთიანებს სოციოლოგიის, ტურიზმის კვლევების, მარკეტინგის, კლიმატის ცვლილების კვლევისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის სფეროს მე...
კოორდინატორი ინსტიტუცია: ReMoDe პროექტში, ინსბრუკის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს კოლაბორაციულ კვლევებს მთის ტურიზმის მდგრადი განვითარების კუთხით. აღნიშნულის ფარგლებში ეყრდნობა ინტერდისციპლინურ გამოცდილებას მდგრადობის სტრატეგიების შემუშავებისა და ალპებსა და კავკასიას შორის ცოდნის ტრანსნაციონალური გაცვლის ხელშესაწყობად.
პარტნიორი ინსტიტუცია: ReMoDe პროექტის თანახელმძღვანელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქტიურად ავითარებს კვლევებს და შესაძლებლობებს მდგრადი რეგიონული განვითარებისთვის, ახორციელებს აკადემიური და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართვას მთის მიმართულებებისთვის მდგრადობის გადაწყვეტების ერთობლივი შემუშავებისათვის
სვანეთის DMO (მესტია): ReMoDe პროექტის რეგიონული პარტნიორის რანგში, სვანეთის DMO ხელს უწყობს მესტიაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, ეხმარება ადგილობრივი გამოწვევების იდენტიფიცირებას და კავკასიაში ტურიზმის მდგრადობის გასაძლიერებლად სტრატეგიების ერთობლივად შემუშავებაში.
ტიროლერ ობერლანდის ტურიზმის ასოციაცია (კაუნერტალის სექცია): ReMoDe პროექტის ფარგლებში, ტიროლერ ობერლანდის ტურიზმის ასოციაცია კაუნერტალიდან ადგილობრივი ცოდნის გაცვლასა და დაინტერესებული მხარეების ქსელების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მხარს უჭერს მონაწილეობით სემინარებს და დანიშნულების ადგილისთვის სპეციფიკური მდგრადობის ინდიკატორების შემუშავებას.