დაინტერესებული მხარეების ვიზიტი ინსბრუკსა და კაუნერტალში

01 დეკემბერი 2024 მიმდინარე
Temur Gugushvili სურათის ავტორი: Temur Gugushvili

2024 წლის დეკემბერში, ინსბრუკის უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროექტის პარტნიორებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ) და საპილოტე მუნიციპალიტეტის, მესტიის, წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან ძირითად დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სვანეთის ტურისტული რეგიონების მართვის ორგანიზაციის (DMO) და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ვიზიტი ინსბრუკში გამართული მისასალმებელი ღონისძიებით დაიწყო, სადაც მასპინძლებმა პროექტის მნიშვნელოვანი ასპექტები ხელახლა გაუზიარეს ქართველ ვიზიტორებს, რამაც საფუძველი ჩაუყარა მომდევნო დღეებში ინფორმაციის საინტერესო გაცვლას.
 
დელეგაციის მეორე ვიზიტი შედგა კაუნერტალში (საპილოტე რეგიონი ავსტრიაში), სადაც გაიმართა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის DMO-ს, მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივ მცხოვრებლებთან. აღნიშნული ვორქშოფი ფოკუსირებული იყო მედეგობის ინდიკატორების  შემუშავების მიმდინარე ეტაპზე, რაც ავსტრიასა და საქართველოში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ჩატარებული ადრეული სემინარების წინასწარი შედეგების ასახვას ისახავდა მიზნად. დისკუსიისას ხაზი გაესვა საერთო გამოწვევებს და ასევე ხაზი გაესვა ქვეყნების სპეციფიკურ განსხვავებებს დანიშნულების ადგილის მედეგობის მხრივ, მესტიასა და კაუნერტალს შორის.

სემინარის შემდეგ გაიმრთა კაუნერტალის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ სახლში არსებული გამოფენის დათვალიერება, სადაც დელეგაცია გაეცნო რეგიონის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას. ინსბრუკში დაბრუნებამდე, დაინტერესებული მხარეები ასევე მოკლე დროით გაჩერდნენ ადგილობრივ სახანძრო სადგურში, სადაც გაეცნენ მოხალისეთა სახანძრო ბრიგადის სტრუქტურასა და ფუნქციებს - რაც ადგილობრივი კრიზისული რეაგირების სისტემების მცირე, მაგრამ ინფორმაციულ მიმოხილვას წარმოადგენს.
ვიზიტის ბოლო დღეს, ინსბრუკის უნივერსიტეტში Tirol Werbung-ის (ტიროლის ტურისტული საბჭო) მიერ წარდგენილი პრეზენტაციის გარშემო საჯარო დისკუსია გაიმართა. Tirol Werbung-მა წარმოადგინა თავისი სტრატეგიული მიზნები, მარკეტინგული ინიციატივები და რეგიონული თანამშრომლობის სტრუქტურები ტიროლში, რამაც ნაყოფიერი მსჯელობა გამოიწვია. ბოლოს, პროექტის პარტნიორებთან გაიმართა პროექტის კონსორციუმის შიდა შეხვედრა. დასკვნითი სესია ვიზიტის შედეგების განხილვას, მიღებული ახალი ცოდნის შეფასებას და პროექტის სამომავლო აქტივობების დაგეგმვას ემსახურებოდა. ვიზიტმა არა მხოლოდ გააღრმავა UIBK-სა და TSU-ს შორის პარტნიორობა, არამედ შექმნა ღირებული სივრცე დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგისთვის, ურთიერთსწავლებისა და ტრანსნაციონალური ცოდნის გაცვლისთვის,რაც მთის მედეგი ტურიზმის მიმართულების შექმნის ძირითადი ელემენტებია.