მედეგობის ინდექსი აერთიანებს მაჩვენებლებს, რომლებიც ასახავენ დესტინაციების კრიზისებისადმი გამძლეობას, ადაპტაციის უნარს და კრიზისის შემდგომ აღდგენის უნარს. მათი შერჩევის პროცესი მოიცავდა სამ ეტაპს:
მედეგობის ინდექსის საშუალებით, დესტინაციის დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ თავიანთი მედეგობის დონე სხვადასხვა მიმართულებით, გამოავლინონ ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაზღვრონ გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებები და მოახდინონ შედარება პროექტის სხვა დესტინაციებთან.
ამჟამად ინდექსის შემუშავება ჩამოყალიბების ბოლო ეტაპზეა. პროექტის გუნდი აგროვებს და ამოწმებს მონაცემთა წყაროებს, რომლებიც შექმნიან მედეგობის ინდექსის საბოლოო ვერსიას.