მედეგობის ინდექსი არის საფუძვლიანად შერჩეული ინდიკატორი, რომელიც ზომავს დესტინაციების მედეგობას და, ამავე დროს,იძლევა მათი შედარების საშუალებას.

მიმდინარე

მედეგობის ინდექსი აერთიანებს მაჩვენებლებს, რომლებიც ასახავენ დესტინაციების კრიზისებისადმი გამძლეობას, ადაპტაციის უნარს და კრიზისის შემდგომ აღდგენის უნარს.  მათი შერჩევის პროცესი მოიცავდა სამ ეტაპს:

  1. ლიტერატურის მიმოხილვა – ინდიკატორების გრძელი სია ჩამოყალიბდა არსებული ლიტერატურული წყაროებისა და პოლიტიკის დოკუმენტების გაცნობის შედეგად.
  2. დაინტერესებული მხარეებთან ვორქშოფები – დესტინაციის დაინტერესებულ მხარეებთან მონაწილეობითი შეხვედრების ფარგლებში, შეირჩა ყველაზე აქტუალური და კონტექსტუალურად სპეციფიკური ინდიკატორები.
  3. გამოკითხვის შედეგები – გამოკითხვიდან მიღებული შედეგები დაგვეხმარება ინდიკატორების დახვეწასა და ვალიდაციაში. 

მედეგობის ინდექსის საშუალებით, დესტინაციის დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ თავიანთი მედეგობის დონე სხვადასხვა მიმართულებით, გამოავლინონ  ძლიერი და სუსტი მხარეები,  განსაზღვრონ გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებები  და მოახდინონ შედარება  პროექტის სხვა დესტინაციებთან.

ამჟამად ინდექსის შემუშავება ჩამოყალიბების ბოლო ეტაპზეა. პროექტის გუნდი აგროვებს და ამოწმებს მონაცემთა წყაროებს, რომლებიც შექმნიან მედეგობის ინდექსის საბოლოო ვერსიას.