თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი (2002 წლიდან). იოსები გახლდათ შვედეთის ინსტიტუტის კვლევითი თანამშრომელი სტოკჰოლმის და ლუნდის უნივერსიტეტებში (1991-1992) და ფულბრაიტის მეცნიერ-სტიპენდიანტი MIT-ში (1998-1999). იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორად (2014-2017) და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად (2008-2016). იოსები ასევე გახლავთ მიწის პოლიტიკის სპეციალისტი, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, UN-Habitat და FAO. მას რედაქტირებული აქვს სამი წიგნი, გამოქვეყნებული აქვს ორმოცდაათზე მეტი სტატია და მუშაობს სამი საერთაშორისო ჟურნალის რედაქციის გუნდში. მისი კვლევა ფოკუსირებულია ურბანული კვლევების, საცხოვრისის, მიწის პოლიტიკის და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხებზე.
ელ.ფოსტა: joseph.salukvadze@tsu.ge