სურათის ავტორი: @Svaneti_by Anano Pilpani
სურათის ავტორი: @Svaneti_by Anano Pilpani
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 2022 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად გუნდმა მიიღო OeAD-ის მიერ დაფინანსებული APPEAR მოსამზადებელი პროექტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ალპებსა და კავკასიაში მიმდინარე ერთობლივ კვლევებს.ინიციატივა, რომელიც დაიწყო, როგორც ორმხრივი სამეცნიერო ინტერესების განსაზღვრაზე ორიენტირებული ძალისხმევა, გადაიზარდა გრძელვადიან პარტნიორობაში, რომელიც მთიან რეგიონებზე და მათ მედეგ განვითარებაზე ცოდნის გაღრმავებას ეძღვნება.
აღნიშნული თანამშრომლობის ეპიცენტრში არის ქართულ-ავსტრიული კვლევითი ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა საერთო ინტერესების, ინტერდისციპლინური მიდგომებისა და ღირებულებების გარშემო.
გუნდი აერთიანებს სოციოლოგიის, ტურიზმის კვლევების, მარკეტინგის, კლიმატის ცვლილების კვლევისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის სფეროს მეცნიერებს, რაც საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ მთის სისტემების და მათი ფორმირების მრავალი სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ძალის ჰოლისტური გაგება. ეს მრავალფეროვნება გვეხმარება ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობაში, ამავდროულად, სამეცნიერო მიგნებების გარდაქმნაში მნიშვნელოვან პრაქტიკულშედეგებად .
2022 წლიდან ჩვენი პარტნიორობა გაფართოვდა რამდენიმე ერთობლივი კვლევითი პროექტის მეშვეობით, რომლებიც ფოკუსირებულია მთის მიმართულებებზე, მდგრადობაზე, სოციალურ-ეკოლოგიურ ცვლილებებსა და მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე. თანამშრომლობითი საველე კვლევების, ალპებსა და კავკასიას შორის შედარებითი ანალიზის, დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და ერთობლივი სასწავლო აქტივობების მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ აკადემიური კავშირების განმტკიცებას და მთის მკვლევართა ახალი თაობის აღზრდას.
ჩვენი ხედვა ემყარება თანამშრომლობას, ურთიერთსწავლებას და რწმენას, რომ მთიანი ადგილების მდგრადი და გამძლე მომავალი მოითხოვს ინტერდისციპლინურ აზროვნებას და საზღვრებსშორის თანამშრომლობას. როგორც გუნდი, ჩვენ ვცდილობთ ერთობლივად შევქმნათ ცოდნა, რომელიც მხარს უჭერს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და ხელს უწყობს მთის საზოგადოებების კეთილდღეობას საქართველოში, ავსტრიასა და მის ფარგლებს გარეთ.