სურათის ავტორი: შიო ხიდაშელი
სურათის ავტორი: შიო ხიდაშელი
ReMoDe-ის პროექტის ავსტრიულ-ქართული გუნდის სრულმა შემადგენლობამ მონაწილეობა მიიღო IDC Tourism and Leisure in Mountain Regions კონფერენციაში და კვლევის მიგნებები წარადგინა PhD Poster Session-ზე, რომელიც მდგრადი ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის სიმპოზიუმების ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებამ პროექტის მთის ტურიზმის მედეგობის მიმართულებით განხორციელებული უახლესი კვლევების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა. კონფერენციამ ასევე ხელი შეუწყო პროფესიულ ურთიერთობებს, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და გააძლიერა თანამშრომლობა მთის ტურიზმის კვლევის სფეროში.