სურათის ავტორი: Temur Gugushvili
სურათის ავტორი: Temur Gugushvili
მთის ტურიზმი ალპებსა და კავკასიაში მედეგობასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას - ReMoDe კი მათ გადაჭრას ცდილობს. წარმოდგენილი დისკუსია ეხება იმას, თუ როგორ აძლიერებს ქართულ-ავსტრიული APPEAR პროექტი ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს და აყალიბებს იმ უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვანია კრიზისებზე რეაგირების გრძელვადიან პერსპექტივაში.
ინსბრუკის უნივერსიტეტის (ავსტრია) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) ერთობლივმა ინიციატივამ - ReMoDe (მდგრადი მთის მიმართულებები) პროექტმა წარმატებით დაასრულა მუშაობის პირველი წელი ალპებისა და კავკასიის მასშტაბით მთის ტურიზმის მიმართ მედეგობის გაზრდის კუთხით და მისი მიღწევები საკმაოდ მნიშვნელოვანია.
კაუნერტალის (ავსტრია) და მესტიის (საქართველო) რეგიონებზე ფოკუსირებული პროექტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და საზოგადოების დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს კრიზისების მიმართ მოწყვლადობის შესაფასებლად და, აღნიშნულის შესაბამისად, დესტინაციებზე მორგებული მედეგობის ინდიკატორების შესაქმნელად. ინტერაქტიულმა ვორქშოფებმა და რუკების შედგენამ მონაწილეობითი მეთოდის გამოყენებით, საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, მეცნიერებაზე დაფუძნებულ ჩარჩოს შექმნას, გარე შოკების მიმართ დანიშნულების ადგილების მედეგობის შესაფასებლად და გასაძლიერებლად.
ამ პროცესში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობების ფაზა იყო დაინტერესებული მხარეების ტრანსნაციონალური სემინარი, რომელიც გაიმართა ავსტრიაში, სადაც ქართველი წარმომადგენლები ეწვივნენ კაუნერტალს, კულტურათაშორისი გაცვლის პროცესში. ამ დიალოგმა მნიშვნელოვნად გააღრმავა რეგიონული განსხვავებებისა და მთის ტურიზმის მედეგობის საერთო გამოწვევების ურთიერთგაგება.
“ენთუზიაზმი და ჩართულობა, რაც ჩვენ ვიხილეთ ორივე დესტინაციის წარმომადგენლების მხრიდან, ნამდვილად გამორჩეული და აღსანიშნია", თქვა პროექტის ხელმძღვანელმა სარა შონჰერმა. პროექტის თანახელმძღვანელმა გვანცა სალუქვაძემ დასძინა: „მათი შეხედულებები ფასდაუდებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი მედეგობის ჩარჩო რეალური სამყაროს გამოწვევებს გაუმკლავდეს.”
სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზისა და დაინტერესებული მხარეების პერსპექტივების გათვალისწინების საფუძველზე, პროექტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მედეგობის ინდიკატორების ყოვლისმომცველი ბაზის შემუშავებაში. აღნიშნული გახდება მომავალი ციფრული მონიტორინგის მედეგობის პლატფორმის ინსტრუმენტი, რომელიც დროთა განმავლობაში შეაფასებს და აკონტროლებს დანიშნულების ადგილის მედეგობას.
სამომავლოდ, ReMoDe ყურადღებას გაამახვილებს მონაცემთა შეგროვების გაფართოებაზე, მედეგობის ინდექსის შექმნასა და სადოქტორო პროგრამების გაძლიერებაზე ორივე პარტნიორ უნივერსიტეტში, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიანი შესაძლებლობების განვითარებას და საერთაშორისო ცოდნის გაცვლას.