კოორდინატორი ინსტიტუცია: ReMoDe პროექტში, ინსბრუკის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს კოლაბორაციულ კვლევებს მთის ტურიზმის მდგრადი განვითარების კუთხით. აღნიშნულის ფარგლებში ეყრდნობა ინტერდისციპლინურ გამოცდილებას მდგრადობის სტრატეგიების შემუშავებისა და ალპებსა და კავკასიას შორის ცოდნის ტრანსნაციონალური გაცვლის ხელშესაწყობად.
ინსბრუკის უნივერსიტეტი ავსტრიის ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც დაახლოებით 28 000 სტუდენტსა და 5 500 თანამშრომელს მოიცავს და ალპების გულში კვლევისა და სწავლების ფართო სპექტრს სთავაზობს. ძლიერი საერთაშორისო ქსელისა და სრულყოფილების ტრადიციის წყალობით, ის ინოვაციების, თანამშრომლობისა და ცოდნის გადაცემის ცენტრს წარმოადგენს. უნივერსიტეტში ტურიზმის კვლევა ფოკუსირებულია მდგრად განვითარებაზე, დანიშნულების ადგილების მართვასა და ტურიზმს, გარემოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთქმედებაზე, რაც მის უნიკალურ ალპურ მდებარეობას ცოცხალ ლაბორატორიად წარმოაჩენს. შანხაის რეიტინგის (2024) მიხედვით, ინსბრუკის უნივერსიტეტი ტურიზმის სფეროში კვლევის მიხედვით ევროკავშირში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში 23-ე ადგილზე, რაც ხაზს უსვამს მის გამორჩეულ ექსპერტიზას და საერთაშორისო ლიდერობას ამ სფეროში.