თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდება სადოქტორო სკოლა, ხოლო ინსბრუკის უნივერსიტეტში გაძლიერდება არსებული სკოლა, რაც შექმნის დოქტორანტებსა და პროექტის გუნდის წევრებს შორის აკადემიური კავშირების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას. სტუდენტები ჩაერთვებიან საველე სამუშაოებში, შეაგროვებენ მონაცემებს, მონაწილეობას მიიღებენ ციფრული პლატფორმის განახლებაში და ჩაერთვებიან ტრენინგებში.