სურათის ავტორი: ნათია კეკენაძე
სურათის ავტორი: ნათია კეკენაძე
ReMoDe-ის პროექტმა მონაწილეობა მიიღო Regional Mountain Conference 2026-ში, რომელიც ავსტრიის მთიან დასახლებაში, ობერგურგლში გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს მოუყარა თავი მთის რეგიონების განვითარების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.
პროექტის ხელმძღვანელმა სარა შონჰერმა და პროექტის თანახელმძღვანელმა გვანცა სალუქვაძემ პროექტის პროექტის უახლესი შედეგები წარადგინეს, მათ შორის მთის ტურისტული მიმართულებების მედეგობის ინდექსის შემუშავების მიმართულებით მიღწეული პროგრესი და პროექტის საველე კვლევების - მესტიისა და კაუნერტალის ემპირიული შედეგები. პრეზენტაციებმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება მონაცემებზე დაფუძნებულმა მიდგომებმა ხელი შეუწყოს მედეგობის გაძლიერებასა და მთის ტურიზმის რეგიონების მდგრად განვითარებას.
კონფერენციამ ასევე შექმნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის, ახალი პროფესიული კავშირების დამყარებისა და მთიანი რეგიონების მომავლისა და მედეგი მთის ტურიზმის განვითარების შესახებ საერთაშორისო დისკუსიებში ჩართვისთვის.