სარა შონჰერი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, სადაც გვანცა სალუქვაძესთან და თემურ გუგუშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული შეხვედრების სერიაში, რათა ხელი შეეწყო პროექტის მისიის გაძლიერებისათვის, რომელიც მთიან ადგილებში მედეგი ტურიზმის განვითარებას ეხება.
ვიზიტი დაიწყო ავსტრიის საელჩოში, სადაც ReMoDe-ს გუნდს პატივი ჰქონდა შეხვედროდა ავსტრიის ელჩს, მის აღმატებულებას, დოქტორ რობერტ გერშნერს. დისკუსიის დროს გუნდმა წარმოადგინა პროექტის პროგრესი, გააზიარა ბოლოდროინდელი აქტივობებიდან მიღებული ძირითადი მოსაზრებები და ორივე მხარემ განიხილა ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გზები.
ელჩის თბილმა დახვედრამ, შინაარსიანმა დიალოგმა და ReMoDe-ის სამუშაო თემატიკის განხილვამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა შეხვედრა და განამტკიცა თანამშრომლობის გაგრძელების საფუძველი.
სამუშაო შეხვედრების სერია თბილისში ავსტრიის განვითარების სააგენტოში (ADA) შთამაგონებელი და მომავალზე ორიენტირებული სესიით გაგრძელდა. პროექტის გუნდი შეხვდა საქართველოში ტექნიკური თანამშრომლობის კოორდინაციის ოფისის (ADA) ხელმძღვანელს, ერვინ კუნცს და პროგრამის მენეჯერს (ADA) ლაშა გოგიძეს.საუბარი შეეხო ReMoDe პროექტის პროგრესს და მისი შემდეგი ფაზის სტრატეგიულ პრიორიტეტებს, ძირითადი აქცენტით მთის მიმართულებებში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე. ADA-ს წარმომადგენლების კონსტრუქციული გამოხმაურება, მკაფიო მოსაზრებები და აქტიური ჩართულობა ძალიან ღირებული იქნება გუნდის მიერ პროექტის შემდეგი ნაბიჯების ჩამოყალიბებისას.
ReMoDe კვლავ ერთგული რჩება ავსტრიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და მთის ტურიზმის განვითარებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მდგრადი გადაწყვეტილებების შექმნის მიმართ. აღნიშნული ვიზიტის დროს დამყარებული პარტნიორობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ საერთო ხედვის წინსვლაში.