პროექტის შედეგები გავრცელდება დოკუმენტური ფილმის საშუალებით, რომელიც წარმოადგენს საველე სამუშაოებს მკაფიო და ვიზუალურად მიმზიდველი ფორმატით. ფილმის მიზანია ფართო აუდიტორიის, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის მოზიდვა,, ინკლუზიურობის უზრუნველყოფით. ის ასევე მიმართულია ტურიზმის განვითარებაში ფართო ჩართულობის (ე.წ. „არავინ დარჩეს მიღმა“) პრინციპის მხარდაჭერით. კვლევის მიგნებების ფართო აუდიტორიისათვის გასაგებად გადმოსაცემად, დოკუმენტური ფილმი მიმართული იქნება ცნობიერების ამაღლებისკენ, ურთიერთგაგების ხელშეწყობისა და დაინტერესებული მხარეების მთის მედეგ განვითარებაში ჩართვისაკენ.