პროექტის ფარგლებში დაფუძნდება ახალი სადოქტორო სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) და გაძლიერდება უკვე არსებული სკოლა ინსბრუკის უნივერსიტეტში (UIBK), რომელიც ახორციელებს დოქტორანტების ჩართვას დანიშნულების ადგილის/დესტინაციის მდგრადობის კვლევაში.

მიმდინარე

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია თსუ-ში სადოქტორო სკოლის დაარსება და ინსბრუკის უნივერსიტეტში არსებული კოლეჯის გაძლიერება. შერჩეული დოქტორანტები უშუალოდ ჩაერთვებიან მედეგობის ინდიკატორების შემუშავებაში, საველე სამუშაოებში, მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ღირებული ცოდნის გამომუშავებას, არამედ სტუდენტებს აძლევს პრაქტიკული კვლევის გამოცდილებასაც, ამზადებს მათ მომავალ კვლევით პროექტებში აქტიური მონაწილეობისთვის.

სადოქტორო განათლებასა და სასწავლო პროცესების გაუმჯობესებაზე ფოკუსირებით, სკოლები ხელს უწყობენ როგორც აკადემიურ მომზადებას, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებას. ამავდროულად, კრიზისის დროს დანიშნულების ადგილის მედეგობის შესახებ ახალი ცოდნა, ასევე განვითარებაზე ორიენტირებული კვლევა, ხელს უწყობს პროექტის კვლევით მიზნებს. ამ შედეგების გარდა, სადოქტორო სკოლები უზრუნველყოფენ  ხელშესახებ სარგებელს დანიშნულების ადგილის დაინტერესებული მხარეებისთვის  მონიტორინგის შესაძლებლობების შექმნით, ცნობიერების ამაღლებით და მთიან და სოფლის კონტექსტებში მედეგობის გაგების გაუმჯობესებით.